გაკვეთილის თემა –ტორიჩელის ცდა
გაკვეთილის მიზანი –დაკვირვების, მსჯელობის, დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარება,. ტორიჩელის ცდის შესწავლა.
აქტივობები–გონებრივი იერიში, კითხვა პასუხი, თხრობა, სქემა "ვიცოდი–ვისწავლე" პრეზენტაცია.
რესურსები– სახელმძღვანელო, ფურცლები, ფლომასტერები,ბარომეტრი
მუშაობის ფორმა–ინდივიდიალური, ჯგუფური
მიზნობრივი ჯგუფი –მერვე კლასი
დრო –45 წუთი
გაკვეთილის მსვლელობა
1.აქტივობა I–გამოწვევა
გონებრივი იერიშის მეთოდით მოსწავლეები იხსენებენ ბუნებისმცოდნეობიდან თუ რა არის ატმოსფერო, ქმნის თუ არა იგი წნევას . პასუხების მიღების შემდეგ გადავდივარ ახალი მასალის ახსნაზე
2. აქტივობაII–შინაარსის რეალიზება
მოსწავლეებს ვ უხსნი თუ როგორ გაზომა ტორიჩელმა ატმოსფერული წნევა, დაფაზე ვწერ ნორმალური ატმოსფერული წნევის მნიშვნელობას შემდეგ ვუხსნი რა გავლენა აქვს წნევაზე სიმაღლეს,თუ როგორ იცვლება წნევა სიმაღლის მიხედვით რა ხელსაწყოთი იზომება წნევა
მოსწავლეებს ვაჩვენებ ბარომეტრს და ვასწავლი წნევის გაზომვას.
ჯგუფურად მოსწავლეები იწყებენ სქემის "ვიცი– მინდა ვიცოდე –ვისწავლე" შევსებას ვუნიშნავ დროს
3,აქტივობაIII–რეფლექსია
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას ჯგუფების მიხედვით
სქემებს ვაკრავთ თვალსაჩინო ადგილზე
გაკვეთილზე ვაფასებ პრეზენტაციას და კითხვებზე პასუხებს.
გაკვეთილი სრულდება საშინაო დავალების მიცემით.
No comments:
Post a Comment