გაკვეთილის თემა –ტორიჩელის ცდა
გაკვეთილის მიზანი –დაკვირვების, მსჯელობის, დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარება,. ტორიჩელის ცდის შესწავლა.
აქტივობები–გონებრივი იერიში, კითხვა პასუხი, თხრობა, სქემა "ვიცოდი–ვისწავლე" პრეზენტაცია.
რესურსები– სახელმძღვანელო, ფურცლები, ფლომასტერები,ბარომეტრი
მუშაობის ფორმა–ინდივიდიალური, ჯგუფური
მიზნობრივი ჯგუფი –მერვე კლასი
დრო –45 წუთი
გაკვეთილის მსვლელობა
1.აქტივობა I–გამოწვევა
გონებრივი იერიშის მეთოდით მოსწავლეები იხსენებენ ბუნებისმცოდნეობიდან თუ რა არის ატმოსფერო, ქმნის თუ არა იგი წნევას . პასუხების მიღების შემდეგ გადავდივარ ახალი მასალის ახსნაზე
2. აქტივობაII–შინაარსის რეალიზება
მოსწავლეებს ვ უხსნი თუ როგორ გაზომა ტორიჩელმა ატმოსფერული წნევა, დაფაზე ვწერ ნორმალური ატმოსფერული წნევის მნიშვნელობას შემდეგ ვუხსნი რა გავლენა აქვს წნევაზე სიმაღლეს,თუ როგორ იცვლება წნევა სიმაღლის მიხედვით რა ხელსაწყოთი იზომება წნევა
მოსწავლეებს ვაჩვენებ ბარომეტრს და ვასწავლი წნევის გაზომვას.
ჯგუფურად მოსწავლეები იწყებენ სქემის "ვიცი– მინდა ვიცოდე –ვისწავლე" შევსებას ვუნიშნავ დროს
3,აქტივობაIII–რეფლექსია
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას ჯგუფების მიხედვით
სქემებს ვაკრავთ თვალსაჩინო ადგილზე
გაკვეთილზე ვაფასებ პრეზენტაციას და კითხვებზე პასუხებს.
გაკვეთილი სრულდება საშინაო დავალების მიცემით.
Tuesday, May 10, 2011
Monday, May 9, 2011
დაგეგმვა
გაკვეთილის თემა–ზიარჭურჭელი
გაკვეთილის მიზანი–ზიარჭურჭლის შესწავლა ზიარჭურჭლის კანონის გამოყენების მაგალითები ყოფა–ცხოვრებაში
აქტივობები–გონებრივი იერიში, კითხვა–პასუხი, ექსპერიმენტი.
რესურსები–ჭურჭელი, წყალი, ზეთი შტატივი,
მუშაობის ფორმა– ინდივიდიალური, ჯგუფური,
დრო– 45 წთ.
მიზნობრივი ჯგუფი–მერვე კლასი
გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილის მიზანი–ზიარჭურჭლის შესწავლა ზიარჭურჭლის კანონის გამოყენების მაგალითები ყოფა–ცხოვრებაში
აქტივობები–გონებრივი იერიში, კითხვა–პასუხი, ექსპერიმენტი.
რესურსები–ჭურჭელი, წყალი, ზეთი შტატივი,
მუშაობის ფორმა– ინდივიდიალური, ჯგუფური,
დრო– 45 წთ.
მიზნობრივი ჯგუფი–მერვე კლასი
გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილის გეგმის შედგენა
2011 წლის მაისის ტრენინგების ტრენერმა ავთანდილ ფანგანმა გვასწავლა ბლოგის შედგენადა დავიწყებთ გეგმების ჩაწერას.
Subscribe to:
Posts (Atom)